უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, დანიელ გერლიანი დაიღუპა
რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, 23 წლის დანიელ გერლიანი დაიღუპა. რა ვითარებაში გარდაიცვალა ქართველი მებრძოლი, ამ დროისთვის უცნობია. ცნობილია, რომ ის წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა.
გერლიანების ოჯახი აფხაზეთიდანაა დევნილი. გარდაცვლილი სამხედროს მამა ახლაც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის.
დანიელ გერლიანს დღეს კიევში დაკრძალავენ.
გუშინ, ასევე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში კიდევ ერთი მებრძოლი, კირილ შანავა დაიღუპა.