სოციალური პროტესტი ბორჯომში - აქციის მონაწილეებს დღეს ნინო ლომჯარია შეხვდება

09.06.22 12:10
სოციალური პროტესტი ბორჯომში - აქციის მონაწილეებს დღეს ნინო ლომჯარია შეხვდება

პროტესტის მე-10 დღე ბორჯომში - დღეს ადგილზე სახალხო დამცველს ელოდებიან. ნინო ლომჯარია გაფიცულებთან 13:00 საათზე ჩავა.

"ბორჯომის" ორივე ქარხანა პარალიზებულია, გაფიცულები ამბობენ, რომ პროტესტი და პიკეტი არ შეწყდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 

ქუჩაში გამოსულ მუშებს ახლა სახლხო დამცველის იმედი აქვთ.

სრულიად პარალიზებულია ორივე ქარხანა. სახალხო დამცველს მივმართეთ დაახლეობით 3 კვირის წინ. პირველი საათისთვის აპირებენ ჩამოსვლას.  ჩვენი მიზანია, რომ დადგინდეს დისკრიმინაციის ფაქტები და დადადასტურდეს სახალხო დამცველის აპარატის მიერ“- აცხადებს პროტესტის მონაწილე.

გაფიცულები ხელფასს, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და 50 გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენას ითხოვენ.
 

მსგავსი სიახლეები