"ჩემი შვილის სიცოცხლე შეწყდა, რათა ჩვენ გვეცოცხლა" - უკრაინაში დაღუპული დანიელ გერლიანის დედა

09.06.22 13:28
"ჩემი შვილის სიცოცხლე შეწყდა, რათა ჩვენ გვეცოცხლა" - უკრაინაში დაღუპული დანიელ გერლიანის დედა

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, 23 წლის დანიელ გერლიანის, დედა სოციალურ ქსელში შვილის გარდაცვალების შესახებ წერს:

ჩემი შვილის სიცოცხლე შეწყდა, ჩემი დამცველის, ოფიცრის, არაჩვეულებრივი, ნათელი, მართალი ბიჭის, ჩემი დანიელის სიცოცხლე. ის სამშობლოსთვის ბრძოლაში დაეცა, მშობლიური მიწისთვის ბრძოლას შეეწირა, მოკვდა, რათა ჩვენ გვეცოცხლა“, - წერს სოციალურ ქსელში დანიელ გერლიანის დედა, ალა გერლიანი.

23 წლის დანიელ გერლიანი უკრაინის მოქალაქე იყო. ის 3 ივნისს დაიღუპა. ალა გერლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის შვილს 9 ივნისს კიევში დაკრძალავენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანიელ გერლიანი აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდან იყო და ისინი წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდნენ.

როგორ და რა ვითარებაში დაიღუპა დანიელ გერლიანი, ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები