მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესების კუთხით 7 თვეა, პროგრესი არაა - მარიამ ჯიშკარიანი
კლინიკა ,,ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზის ახალი ეტაპი დაიწყო. დღეს დისტანციურად პროცესში გერმანელი ექიმი ერთვება, რომელიც გამოცდილი მედიკოსია და მოშიმშილე პაციენტებთან ურთიერთობის დიდი პრაქტიკა გააჩნია.
უკვე ერთი საათია, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციიის ჯგუფი დაპატიმრებულ პრეზიდენტს იკვლევს. ,,ემპათიას ,,ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის, გადაწყვეტილებით, სააკაშვილს ნეირო ქირურგი გელა მენთეშაშვილიც შეამოწმებს, რომელიც თავის ტვინის დაზიანებისა და მისი აღდგენის საქმეში ჩაერთვება.
ჯიშკარიანის ინფორმაციით, მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობა მძიმეა და საქართველოში მისი დატოვება სარისკოა.
არანაირი პროგრესი არ არის მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. 7 თვის განმავლობაში პროგრესი არ ყოფილა. ასე რომ, მე ვფიქრობ, ჩვენი პროგნოზები და რეკომენდაციები დადასტურდა - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.