ჩვენს რწმუნებულებს ნინოწმინდის უპატრონო ბავშთა პანსიონატში შესვლის უფლება არ მისცეს - ომბუდსმენის აპარატი

16.04.21 13:06
ჩვენს რწმუნებულებს ნინოწმინდის უპატრონო ბავშთა პანსიონატში შესვლის უფლება არ მისცეს - ომბუდსმენის აპარატი

ჩვენს რწმუნებულებს ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში მონიტორინგის განხორციელების საშუალება არ მისცეს - განაცხადეს სახალხო დამცველის აპარატში. ომბუდსმენის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ შესაბამისი მითითება სხალთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა გასცა.

სახალხო დამცველი წლებია, აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოკვეთა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები, ფაქტობრივად, იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი", — წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

ნინოწმინდის პანსიონში 57 არასრულწლოვანი, მათ შორის ყველაზე პატარა 5 წლის ბავშვი, ირიცხება.