საგურამოს მოსახლეობა შველას ითხოვს - ერთ კვირაში უკვე მეორედ სოფელი სტიქიის ეპიცენტრი გახდა
საგურამოს მოსახლეობა შველას ითხოვს. ერთ კვირაში უკვე მეორედ სოფელი სტიქიის ეპიცენტრი გახდა. განადგურებულია ნარგავები, ნათესები, ვენახები. მოსახლეობა ფატქობრივად მოსავლის გარეშე დარჩა.
დატბორილია ცენტრალური და შიდა გზები. წყალი შევარდა სახლების პირველ სართულებზე, განადგურებულია ტექნიკა და ავეჯი.
ძლიერი წვიმის გამო ისევ დაიტბორა კომპანია "ჯი ვი პი"-ს წყლის გამანაწილებელი სადგურიც, შესაბამისად, უკვე 24 საათზე მეტია, დედაქალაქის რამდენიმე უბანი წყლის გარეშეა დარჩენილი.