ბიზნესმენი, რომელმაც რესტორანში სროლისთვის იყო დაკავებული, გირაოთი გაათავისუფლეს

14.06.22 17:20
ბიზნესმენი, რომელმაც რესტორანში სროლისთვის იყო დაკავებული, გირაოთი გაათავისუფლეს

ბიზნესმენი, რომელიც რესტორან ,,მარანში"  ავტომატით გადაადგილდებოდა და უმისამართოდ ისროდა, მცხეთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სოფიო ლეჟავამ 20 ათასიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

კოტე ნატროშვილს გამოძება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. თუმცა ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს ისიც, ვის ეკუთნოდა იარაღი, რომლითაც ბიზნესმენი ხალხმრავალ რესტორანში უმისამართოდ ისროდა და რატომ არ მოახდინა რეაგირება რესტორნის ადმინისტრაციამ. 

კოტე ნატროშვილი აცხადებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი რესტორნის ეზოში უცნობი პირისგან შეიძინა.

პროკურატურა ნატროშვილს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას ედავება, რაც თავისუფლების 6 წლის ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

არ არის გამორიცხული, დამნაშავეთა წრე გაიზარდოს - აცხადებენ პროკურატურაში.

მსგავსი სიახლეები