საქართველში კონტარბანდული სიგარეტის რეალიზაციის უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა

14.06.22 17:25
საქართველში კონტარბანდული სიგარეტის რეალიზაციის უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველში კონტარბანდული სიგარეტის რეალიზაციის უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა - ამ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ადასტურებს.

ირკვევა, რომ უაქციზო სიგარეტი დედაქალაქსა და საქართველოს ყველა რეგიონში იყიდება.

,,ტვ პირველის" ინფორმაციით დიდი რაოდენობით  უაქციზო თამბაქო აღმოჩენილია საბაჟოზეც. ასევე, უაქციზო სიგარეტი საბითუმო ბაზარზე იყიდება, თუმცა მას ყველა მსურველზე არ ყიდიან და აქ უსაფრთხოების ზომები აქვთ დაცული. 

საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევის თანახმად, უაქციზო სიგარეტის ბრუნვამ სამეგრელოში 70% შეადგინა, ხოლო სამცხე-ჯავახეთში- 50%. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გააქტიურებულია როგორც რუსული, ასევე სომხური კონტრაბანდული გასაღების არხები.

მსგავსი სიახლეები