დასტურდება თუ არა ,,მაიმუნის ყვავილის " არსებობა საქართველოში - ლუგარის ლაბორატორიაში კვლევა დასრულდა
დადასტურდა თუ არა ქვეყნაში ე.წ. მაიმუნის ყვავილი? ,,დაავადებათა კონტროლის ცენტრში" ბოლო პაციენტის კვლევა დასრულდა. მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. რა შედეგი დაიდო კვლევამ, პასუხს ეპიდემილოგები დღის ბოლომდე გასცემენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, დღეს პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას, კითხვებს გასცა, რომელიც ლუგარის ლაბორტორიაში აშშ-ის სამხედრო და ბიოლოგიურ საქმიანობაზე საუბრობს.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორია არის მაღალი დონის სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება, მისი საქმიანობა კი გამჭვირვალეა.
ჩვენ ვართ სამეცნიერო დაწესებულება, ძალიან გამჭვირვალე დაწესებულება. რ თქმაუნდა, ამ პოლიტიკურ ჰგანცხადებებს არ ვპასუხობთ და არ შევდივართ პოლემიკაშიმ კრემლთან.
ლუგარის ცენტრში ნამყოფი არიან რუსი ჟურნალისტები, რუსი მეცნიერები, მათ შორის, მსგავსი პროფილის იუნსტიტუტის დირექტორებიც. მათ კარგად იციან, რომ იქ განსაკუთრებული არაფერი ხდება, გარდა სამეცნიერო კვლევისა.
ეს არიის მაღალი დონის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. ამაზე, რა თქმა უნდა, გაღიზიანება არის - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.