სახალხო დამცველი თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა

15.06.22 13:33
სახალხო დამცველი თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს პროტესტის მონაწილეებს სახალხო დამცველი შეხვდა. შეხვედრა 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა.  ომბუდსმენი ამბობს, რომ იზიარებს სტუდენტების პრობლემებს.

მინდა, ყველას ავუხსნა, რომ სტუდენტები არ ითხოვენ რაღაც შეღავათებს გამოცდებში. ისინი ითხოვენ შეღავათებს მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტში სწავლა და საგამოცდო პროცესი მოერგოს იმ მძიმე სოციალურ და ეკონომუკურ პირობებს, რაც თვითოეულ სტუდენტს გააჩნია. 

ვიტყოდი რომ ბაგებში არსებული სტუდენტური საერთო საცხოვრებელში ცხოვრება არის ღირსების შემლახველი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი. 

მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს გულწრფელი საუბრები ამ ბავშვებთან, რადგან ისინი აღნიშნავენ, რომ მათ მიმართ ცინიკური დამოკიდებულებები იყო - განაცხადა ნინო ლომჯარიამ

ნინო ლომჯარია ამ დროისთვის უნივერსიტეტის ადმინისრაციის წარმომადგენლებს ხვდება.

სტუდენტების პროტესტი გრძელდება - ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტი ამ დრომდე  აქციის მონაწილეების მიერ ბლოკირებულია. ისინი პროტესტის შეყვეტას არ აპირებენ.

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მათთან შესახვედრად  განათლების მინისტრმა ისევ ვერ მოიცალა. 

მსგავსი სიახლეები