ოპოზიციის და ევროკაპარლამენტარების მადისკრედიტირებელ პოსტებს ხელისუფლება ასპონსორებს - მითების დეტექტორი

15.06.22 14:50
ოპოზიციის და ევროკაპარლამენტარების  მადისკრედიტირებელ პოსტებს ხელისუფლება ასპონსორებს - მითების დეტექტორი

ევროპარლამენტარების მწვავე რეზოლუციის შემდეგ "ქართული ოცნება" ევროდეპუტატებს ბოტების და ტროლების საშალებით დაუპირისპირდა. ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ანტიდასვლური კამპანიის მორიგი ეტაპი "მითების დეტექტორმა "გაასაჯააროვა.

"მითების დეტექტორის" კვლევის თანახმად, ხელისუფლება ოპოზიციის და ევროკაპარლამენტარების  მადისკრედიტირებელ პოსტებს ასპონსორებს. ორგანიზაციამ ის "ფეისბუქ" გვერდები გამოავლინა, რომლებიც აღნიშნულ გაშავების კამპანიას ეწეოდნენ. 

არიან გარკვეულწილად ოპოზიციისს მადისკრედიტირებელი „ფეისბუქ“ გვერდები, რომელსაც იყენებე სახელისუფლებო მედიასთან ერთად კონკრეტული პირების დისკრედიტაციისთვის. ასევე, მანიპულაციური მოსაზრების დამკვიდრებისთვის თითქოს ევროინტეგრაცია ხდება საქართველოს ომში ჩათრევის საპირწონედ. აქ ჩენ ვხვხდებით ასევე, საინფორმაციო ტიპის „ფეისბუქ“ გვერდებს, რომლებიც პოზიციონირებენ როგორც მედია. დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნეები არიან კონკრეტული ევროპარლამენტარები, რომელთა წარსულის შესახებ სხვადასხვა მადისკრედიტირებელი პოსტები ვრცელდება და რაც მტავარია, ეს პოსტები ხშირად არის დასპონსორებული, - ამბობს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი  თამარ კინწურაშვილი. 

ვრცლად ნახეთ აქ.

 

მსგავსი სიახლეები