ხმაური ქსნის ციხესთან - პატიმრის დედა ციხის კარის პიკეტირებას შეეცადა

15.06.22 15:11
ხმაური ქსნის ციხესთან -  პატიმრის დედა ციხის კარის პიკეტირებას შეეცადა

ხმაური ქსნის ციხესთან - ადგილზე ერთ- ერთი პატიმრის დედა მივიდა და ციხის კარის პიკეტირებით იმუქრებოდა. საუბარია ბრალდებულზე, რომელმაც პროტესტის ნიშნად დღეს მეტალის ნივთები გადაყლაპა და თვითდაზიანებები მიიყენა.

ზურა მიქელაშვილის დედა შვილის მონახულების ნებართვას ითხოვდა, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიეღო. 

დაპირისპირების შემდეგ მსჯავრდებული პატიმრის დედა დაწესებულებაში შეუშვეს.

საკმარისი ინფორმაცია მივიღე ცემს შვილზე. მოვითხოვე ჯანმრთელობის დოკუემნტები, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია და დამაკმაყოფილეს. თვითონ უთქვამს უარი მედიცინასტან შეხებაზე, რადგან მოითხოვს გადაყვანას. აქვს ჭრილობები, მაგრამ არ არის ისეთი, რომ ოპერაცია  დასჭირდეს და ნაკერები. კვლევას ჩაუტარებენ. არ იმყოფება მარტო და ჰყავს თანამეწყვილე და კონტროლის ქვეშ არის, რომ რამე ისევ არ დაუზიანოს თავის თავს, - ამბობს პატიმრის დედა. 

შეგახსენებთ, რომ ქსნის ციხეში პატიმარმა თვითდაზინებები მიიყენა.  ზურა მიქელაშვილს სხეულზე მრავლობითი  ჭრილობები აქვს მიყენებული და მეტალის ნივთები აქვს გადაყლაპული.

პროტესტის უკიდურეს ზომას მსჯავრდებულმა მას შემდეგ მიმართა, რაც სამთვიანი ლოდინის  მიუხედავად, ის გლდანის ციხეში არ გადაიყვანეს და მისი თხოვნა რეაგირების გარეშე დატოვეს. 

მსგავსი სიახლეები