ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულში - ვისკის ქურდობისთვის დაკავებულ ჯარისკაცს კლინიკაში გადაიყვანენ

15.06.22 16:56
ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულში - ვისკის ქურდობისთვის დაკავებულ ჯარისკაცს კლინიკაში გადაიყვანენ

ერთი ბოთლი ვისკის ქურდობისთვის დაკავებული შოთა ჯაფარიძე გათავისუფლებულია. ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლემ გამოაცხადა.

ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და მას ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში ერთი წლით იძულებითი მკურნალობა განესაზღვრა.

საქმის მასალებში უკვე ჩადებულია ექსპერტიზის დასკვნაც და შავით თეთრზე წერია, რომ შოთა ჯაფარიძე რეალურად იყო შეურაცხადი მაშინ, როდესაც მან დანაშაული ჩაიდინა. 

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის და მისთვის ფსიქიატრიული  ექსპერტიზის ჩატარების  გადაწყვეტილება გომელურის უწყებამ მას შემდგე მიიღო, რაც ფაქტი "ტვ პირველმა " გააშუქა.

შოთა ჯაფარიძეს რამდენიმე საათში გადაიყვანენ ხონის საავადმყოფოში და ის იქ ერთი წელი გააგრძელებს მკურნალობას.

მსგავსი სიახლეები