საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა

15.06.22 17:12
საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა

ლაბორატორიული კვლევების შედეგად საქართველოში„მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა. 

პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არც ერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

მსგავსი სიახლეები