მიყვიროდნენ... - ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ სამსახურიდან გოგა ხაინდრავას განაწყენების გამო გაუშვეს

15.06.22 17:48
მიყვიროდნენ...  - ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ სამსახურიდან გოგა ხაინდრავას განაწყენების გამო გაუშვეს

ტელეწამყვანი მიხეილ გოგილავა ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" მენეჯმენტს გოგა ხაინდრავას განაწყენების გამო სამსახურიდან უკანონონო გათავისუფლებაში  ადანაშაულებს.   

ტელეწამყვანი ამტკიცებს, რომ საავტორო გადაცემიდან მას შემდეგ ჩახსნეს და დასაჯეს, რაც „ქართული ოცნების“ იდეოლოგს  კრიტიკული კითხვები დაუსვა. 

თავად ტელეკომპანია კი ირწმუნება, რომ ჟურნალისტი სამსახურიდან საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა.

მეგონა, რომ დამოუკიდებელ მედიაში ვმუშაობდი, რასთან დაკავშირებითად საოცარი პასუხი მივიღე ერთ-ერთი თანამფლობელის მხრიდან, რომ ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ დამოუკიდებელი მედია ვართო. გადაცემიდან როგორც კი გამოვედი, მითხრეს, რომ დღეიდან ვიყავი ჩახსნილი გაურკვეველი დროით. მესამე თანამფლობელი ვინც არის, იმან მითხრა, რომ მაშინ საკუთარი ტელევიზია უნდა გახსნა და იქ უნდა იყო ისეთი ჟურნალისტი, რომელ კითხვებსაც სვამდი, ის რომ დასვაო. მიყვიროდნენ, ბევრჯერ ვთხოვე, რომ არ ეყვირათ და ნორმალურად ელაპარაკათ. ეს არის ჩემთვის წმინდა და იქ მაქვს შანსი, იმ 10-15 წუთში ჩავეტიო, რომ გავაჟღერო ის, რაც ხალხს აწუხებს. როცა ამას მიზღუდავენ და ვიღაცა ხელებს აფათურებს, ეს ღირსების შელახვაა“. - ამბობს მიხეილ გოგილავა ,,პირველებთან" საუბრისას.
 

მსგავსი სიახლეები