წონაში კლება ისევ პროგრესირებს - ექიმების თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან მძიმდება
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით, ბოლო 5 დღეში ყოფილმა პრეზიდენტმა 2 კილოგრამი დაიკლო - ამის შესახებ პირველებთან ნევროლოგმა ოთარ თოიძემ ისაუბრა.
ექიმის თქმით, სიტუაციის დამძიმება არასრულფასოვანმა მკურნალობამ გამოიწვია.
მიხეილ სააკაშვილი მდგომარეობა თანდათან მძიმდება. დამძიმების მიზეზები თუ გაინტერესებთ, აგიხსნით, რომ ეს არის არა მარტო მისი შიმშილობის შედეგი, არამედ, ეს არის არასრულფასოვანი მკურნალობისა და მართვის შედეგი. დადგმული აქვს წვეთოვანი, წონაში კლება ისევ პროგრესირებს, დღეს ორი კილოგრამით ნაკლებია, ვიდრე იყო 5 დღის წინ. ფერით და გარეგნული შეხედულებით მიხვდებით, რომ საქმე არ გაქვთ ჯანსაღ ადამიანთან. მას სჭირდება ექიმი, რომელიც გამოცდილია ასეთი დაავადებების თაიგულის მართვაში". - თქვა ოთარ თოიძემ.
ექიმების თქმით, მიხეილსააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დასკვნა კვირის ბოლომდე აუცილებლად იქნება.