2 მლნ ბაღის ასაშენებლად და უხარისხოს შესრულებული სამუშაოები - შენობიდან ბავშვების ევაკუაცია გახდა საჭირო
2 მლნ საბავშვო ბაღის შენობისთვის და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები - ახლადაშენებული შენობიდან ბავშვების ევაკუაცია გახდა საჭირო.
ირკვევა, რომ 33-ე ბაღის მშენებლობისთვის მილიონები გადაიხადა, თუმცა შენობა ავარიულია, საძირკველში წყალი დგას და კედლები დაბზარულია. 300-მდე ბავშვის ევაკუაცია კი მას შემდეგ გადაწყდა, რაც ერთ-ერთ ოთახში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა.
ის, რომ შენობაში ბევრი პრობლემაა, ბაღის დარაჯიც ადასტურებს.
ადგილზე დღეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის საკრებულოს წევრები მივიდნენ. მათი თქმით, ბათუმის მერიამ მილიონობით ლარი გაფლანგა, თუმცა ამ დრომდე პასუხისგებაში არავინ მიუციათ.
აქ ბავშვების უსაფრთხოება არ არის დაცული. ან როგორ შეიძლება იყოს დაცული, როდესაც სულ ოდნავ გაწვიმებაზეც კი, შეგიძლიათ დააკვირდეთ, ღარები აქვს გაკეთებული ბაღის თანამშრომლებს, რომ წყალი არ დადგეს. აქ დგება წყალი და ე.წ. ნასოსით ქაჩავენ ორ საათში ერთხელ. შენობა საერთოდ დემონტაჟს ექვემდებარება და გამოსარკვევია, სად, ვინ, რატომ გადაიხადა ეს ფული, რაში გადახადა, რის საფუძველზე გადაიხადა, - ამბობს ოპოზიციის წევრი.
როგორც ირკვევა, ბაღი კომპანია MTM-მა 5 წლის წინ ააშენა. ექსპლუატაციის 3 წლიანი ვადა გასულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარვეზებზე კომპანიას პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს.
"პირველების" სატელეფონო ზარებს არც სამშენებლო კომპანიაში და არც ბაღების გაერთიანებაში პასუხობენ. დუმს ბათუმის მერიაც.
არსებული ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა,რ ოდესაც ბაღის მშნებელობაში ბათუმის მერიამ მილიონობით ლარი გამოყო, თუმცა სამუშაოები ხუარისხოდ შესრულდა.