კორუფცია და შეუსრულებელი სამუშაოები აჭარაში - ოპოზიცია პროკურატურას მიმართავს

16.06.22 12:13
კორუფცია და შეუსრულებელი სამუშაოები აჭარაში - ოპოზიცია პროკურატურას მიმართავს

რატომ  ვერ დასრულდა ბათუმის და სარფის  ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელზეც მილიონები დაიხარჯა  - ოპოზიცია ინფრასტუქტურის მინისტრისგან  პასუხს ითხოვს. ენმს- წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან გაფლანგულ 115 მილიონ ლარზე პასუხი არავის უგია.

ოპოზიციის წევრის  თქმით, ბათუმი ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი ხვდება.

„არც ნაპირია, არც სანაპიროა, არც გზაა და აღარც ფული აღარ არის და ამასაობაში არავის, 115 მილიონ ლარზე კაციშვილს პასუხი არ უგია.  აგერ მოვუტანე ფოტოები 115 მილიონი ლარი რომ დახარჯეს ის ადგილები და როგორ არ აქვს ტურისტული სეზონის დაწყების წინ სანაპირო ბათუმს“. - ამბობს ხაბეიშვილი.

ბიუჯეტიდან გახარჯული მილიონებისა და შეუსრულებელი სამუშაობის გამო, ახლა ოპოზიცია გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.

მსგავსი სიახლეები