შესაბამისი რეაგირება მოჰყვება - ლევან კობიაშვილი ხაშურის სტადიონზე მომხდარ ინციდენტზე

16.06.22 12:41
შესაბამისი რეაგირება მოჰყვება - ლევან კობიაშვილი ხაშურის სტადიონზე მომხდარ ინციდენტზე

ხაშურის სტადიონზე მომხდარ ინციდენტს ფეხბურთელი და „ქართული ოცნების“ წევრი ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

კობიაშვილის თქმით, ინციდენტზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს და ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ხაშურში. ამ ქალაქში გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა ახალ სტადიონს და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ინციდენტი დაფიქსირდა. 
მსგავსი შემთხვევები აზიანებს ჩვენთვის საამაყო სპორტის სახეობას, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ყავს. ვწუხვარ, რომ ასეთი ფორმით მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხაშურის ახალი სტადიონი. 
არანაირი გამართლება არ აქვს და ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რაც გუშინ საფეხბურთო მინდორზე ვიხილეთ! 
15 ივნისის ინციდენტზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“. - წერს ლევან კობიაშვილი.

შეგახსენებთ, ხაშურის სტადიონზე მატჩის დროს ფეხბურთელს თავში ბოთლი ესროლეს და გონება დაკარგა. სანდრო ხაჩიძე ამ დრომდე ჰოსპიტალიზირებულია. 
 

მსგავსი სიახლეები