ჩხუბი ხაშურის სტადიონზე - ინციდენტს ფეხბურთის ფედერაცია სწავლობს
ხელჩართული ჩხუბი ხაშურის სტადიონზე - ინციდენტს ფეხბურთის ფედერაცია სწავლობს. გამორიცხული არ არის, გუნდებისა და ცალკეული ფეხბურთელების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
ხაშურის "ივერია" მოწინააღმდეგე გუნდს ''გლდანს'' პროვოკაციაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, გუნდ "ივერიის" ფეხბურთელებს პროვოკაციაში გლდანის საფეხბურთო გუნდიც ადანაშაულებს.
"პირველებთან" სატელეფონო საუბარში გუნდ "გლდანის" მწვრთნელი პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნული ინციდენტი სწოპრედ ხაშურელების მიერ იყო პროვოცირებული და მინის ბოთლი სტადიონზე საერთოდ არ უნდა ყოფილიყო.
ჩვენს გულშემატკივარს არ უსვრია. ეს ისროლეს თვითონ. ცდილობენ ახლა, რომ რაღაცა მოგვაწერონ, არ ვიცი რას აკეთებენ, როგორ, რანაირად... ჩვენ ძირითადად ბავშვები ვიყავით, ნახევარზე მეტი ბავშვები იყვნენ საგულშემატკივროდ და მათი მშობლები და პაპები და ასეთი ხალხი იყო... სულ ორი რიგი ჰქონდათ დაკავებული. უსამართლოდ რაღაც ჯარიმები, რაღაცეები და თან გულშემატკივარმაც იმოქმედა ფეხბურთელზე ან იგინებოდნენ ან რაღაცა.... ერთმა ფეხბურთელმა დაიწყო ხელების შლა, „საღოლ, მიდი, მიდითო“, ყვიროდა, ხელების შლიდა და ეს როგორც პროვოცირება მიიღო გულშემატკივარმა, - ამბობს „გლდანის“ გუნდის მწვრთნელი.
შეგახსენებთ, რომ ხელჩართული ჩხუბი ხაშურის სტადიონზე გუშინ მოხდა. მატჩის დროს ხაშურის ფეხბურთელს თავში ბოთლი ესროლეს და გონება დაკარგა. სანდრო ხაჩიძე ამ დრომდე ჰოსპიტალიზირებულია.