სააკაშვილის პროცესი, შესაძლოა, საქალაქო სასამართლოში დაიწყოს და „ვივამედის“ კლინიკაში გაგრძელდეს - ადვოკატი
დაზუსტებული ინფორმაცია, საზღვრის კვეთის საქმეზე თუ სად ჩატარდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, ამ დროისთვის არ არსებობს.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ შესაძლოა, სხდომა საქალაქო სასამართლოში დაიწყოს და „ვივამედის“ კლინიკაში გაგრძელდეს.
სასამართლო არის ძალიან შრომატევადი, ფსიქოლოგიურად რთული და სტრესული პროცესი. ბუნებრივია, ამას სჭირდება შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც ამ დროის მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს.
მიხეილ სააკაშვილს აქვს წოლითი რეჟიმი დღემდე, ამასთან ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სასამართლო პროცესში მონაწილეობა, ნებისმიერი სტატუსით არ არის გასეირნება. მე გუშინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ სასამართლო პროცესი გაიმართებოდა გასვლით რეჟიმში, კლინიკაში. მე გამოვთქვი ამასთან დაკავშირებით პროტესტი, თუმცა ახსნა-განმარტება ვერ მივიღე. ახლა თითქოს გავრცელდა ხმები, რომ შესაძლებელია სხდომა საქალაქო სასამართლოში გაიხსნას და მერე გადმოვიდეთ ვივამედში, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია ჩემთვის ამ დრომდე უცნობია“. ამბობს შოთა თუთბერიძე.
"პირველების" ინფორმაციით, დღეს მესამე პრეზიდენტთან მისვლას აპირებს ახალი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. მან სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით უნდა იმუშავოს.