დაკავებული მოჭიდავის ოჯახის პროტესტი - ლაშა დევიძის ახლობლები საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ

16.06.22 13:55
დაკავებული მოჭიდავის ოჯახის პროტესტი - ლაშა დევიძის ახლობლები საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ

დაკავებული მოჭიდავის ოჯახის პროტესტი თერჯოლაში - საქართველოს ბრინჯაოს მედალოსანი ლაშა დევიძე უკვე  3 თვეა საპყრობილეში ზის. ოჯახი  პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს და საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით დევიძის ოჯახის წევრები დღეს თერჯოლის მერიასთან მივიდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ დევიძის მეგობრებიც. 

დევიძის ახლობლები ამბობენ, რომ სპორტსმენის დაკავება სხვადასხვა მარალჩინოსნების ინტერესს წარმოადგენს.

თერჯოლის პოლიციამ დააკავა ჩემი შვილი, 27 წლის სპორტსმენი ბიჭი, თითქოს ჩვენს მანქანაში  იყო იარაღი  და ადგილი ჰქონდა საპატრულო პოლიციის ცემის ფაქტს. ჩემი შვილის სახლში მოდიოდა, მარტო იყო, რა თქმა უნდა, მანქანაში და უფრო ადვილი იქნებოდა ამ ყველაფრის შითითხნა. ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 30 მჭიდით, ვითხოვ სამართლიანობის აღდგენას, - ამბობს დევიძის დედა. 

მოთხოვნის შეუსრულებლობის  შემთხვევაში დაკავებული სპორტსმენის ოჯახი საპროტესტო აქციებს აანონსებს. 

შეგახსენებთ, რომ ლაშა დევიძე გომელაურის უწყება აპრილის თვეში დააკავა. მასგამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და პოლიცილისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

მსგავსი სიახლეები