სეტყვამ 20 ტონა მოსავალი გაგვიფუჭა, რა უნდა ვქნათ ახლა? - სტიქია გურჯაანში
სტიქია გურჯაანში - ძლიერმა სეტყვამ კახეთში რამდენიმე მუნიციპალიტეტს გადაუარა.
განსაკუთრებით დაზიანდა გურჯაანის სოფლები. ჩუმლაყში დასეტყვილია ვენახები და ნათესები.
უდიდესი ზარალი მიადგა სოფელ ახაშენსაც. განადგურებულია ხეხილის ბაღები.
ხეხილის 100% განადგურებულია, უმეტესობა სეტყვამ ძირს ჩამოყარა და სულ მცირე 20 ტონა მოსავალი გაგვიფუჭა. რა უნდა ვუშველოთ ამას, ან რა უნდა ვქნათ ახლა?“. - ამბობს კახელი გლეხი.