თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე - მოძალადეები შსს ამ დრომდე არ დაუკავებია

19.06.22 11:18
თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე - მოძალადეები შსს ამ დრომდე არ დაუკავებია

თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე - ღამით მომხდარი ინციდენტის 5 ფიგურანტს შსს ამ დრომდე არ აკავებს. უწყება"პირველებს" ეუბნება, რომ აღნიშნული საქმე მათ არ ეხებათ და გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრში კი აცხადებენ, რომ ტვ პირველის ოპერატორი უწყებაშია დაბარებული, თუმცა, რეალურად,  მურმან ზოიძისთვის არავის დაურეკავს და არც გამოკითხვაზე დაუბარებიათ.

თვითმხილველები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოძალადეების გაღიზიანება ტვ პირველის გადამღები ჯგუფის დანახვამ გამოიწვია. 

ბავშვებს ეჭირათ მიკროფონი, ჩამოუარეს, მიაყენეს შეურაცხყოფა როგორც ტელევიზიას ასევე, ბავშვს. მამა დაიცვა ბავში, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. უცებ ამ ადამიანებშ გამოვარჩიე თქვენი ოპერატორის სახე, რომელიც გააფთრებული იძახოდა, რომ "ბავშვს რანაირად შეაგინე" და სადღაც 5-6 წამი მე ვხედავდი ადამაინები როგორც სცემდნენ ერთ ადამიანს, რომელიც აღმოვაჩნე, რომ იყო თქვენი ოპერატორი. ესენი მოარიდეს აქაორობას, რამდნეიმეჯერ მობრუნდნენ კიდეც, იმიტომ, რომ "ცეროდენადა" კიდევ ყვიროდნენდ ა იგინებოდნენ, - ამბობს უფლებადამცველი ციალა ქათამაძე. 

მომხდართან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება მედიის ადვოკატირების კოალიციამ გაავრცელა. ნათია კაპანაძის თქმით, მედიის მიმართ მსგავსი ძალადობები ხელისუფლების მიერ არის წახალისებული. კაპანაძე საქმის დროულ გამოზიებას ითხოვს. 

გუშინდელი შემთხვევა არის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის კიდევ ერთი გამოვლინება, ამიტომაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დღეს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სწრაფი გამოძიებით და არა იმ ტენდენციით, რაც სამწუხაროდ, ქვეყანაშ გვაქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის მუდმივად დროში გაწელილი საგამოძიებო პროცესი, არაეფექტური და ეს აძლევს შანსს სხვა პირებს ახალი დანაშაულები ჩაიდინონ მედიის წინააღმდეგ, - თქვა კაპანაძემ. 

ტვ პირველის ბათუმის ბიუროს ოპერატორს პროფესიული სამუშაოს შესრულების დროს ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა. 

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ოპერატორი პირდაპირ ეთერში 20 ივნისის აქციის მონაწილეების ჩართვას უზრუნველყოფდა. თავდამსხმელები მას ფიზიკურად მცირექლოვანის ბავშვების თვალწინ უსწორდებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.