“შინ, ევროპისკენ”- რამდენი ადამიანი იმყოფებოდა აქციაზე

21.06.22 13:41
“შინ, ევროპისკენ”- რამდენი ადამიანი იმყოფებოდა აქციაზე

საქართველოს ევროინტეგრაციის მოთხოვნით ქუჩაში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ხალხის ურეპცედენტო რაოდენობა გამოვიდა.

დემონსტრანტების მიახლოებითი რაოდენობა გამოცემა "ნეტგაზეთმა" საერთაშრისო პრაქტიკის გამოყენებით დაითვალა.

მონაცემების მიხედვით რაოდენობა მინიმუმ 120 ათასი,  მაქსიმუმ კი 160 ათასი იყო.

ეს ბოლო წლების განმვალობაში საქართველში ყველაზე მასშტბური აქცია იყო.

თბილისში, რუსთაველი გამზირზე აქცია 20 ივნისს საღამოს დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა. მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა, ევროპარლამენტარებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.
მოძრაობა „სირცხვილიამ“ დღეს, 20 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. მანიფესტის მიხედვით, მოძრაობის მიზანი იქნება საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია გაიმართება 24 ივნისს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეებმა დასასრულს მსვლელობა მოაწყვეს ევროპის მოედნის მიმართულებით.
 

მსგავსი სიახლეები