წამზომი ჩართულია - ახალი სახალხო მოძრაობა ხელისუფლებას ვადას 24 ივნისამდე აძლევს
ხალხმა ხელისუფლებას წამზომი ჩაურთო - თუ ევროპული საბჭო საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს, ქვეყანაში ახალი მოძრაობა დაიწყება.
ქართველი ხალხის მანიფესტში, რომლიც გუშინ გამოქვეყნდა, სამოქმედო გეგმაა გაწერილი. 24 ივნისს "სახლხო მოძრაობის ეროვნული საბჭო" შეიქმნება, რომელიც ხელისუფლებას მოთხოვნებს წაუყენებს, მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მასობრივი დაუმორჩილებლობა დაიწყება.
დეოლიგარქიზაცია, ხელისუფლების ცვლილება და კოალიციური მთავრობა - ეს იმ მოთხოვნების ნაწილია, რომელსაც ახალი სამოქალაქო მოძარობა „ქართულ ოცნებას“ წაუყენებს.
ადამიანები, რომლებიც საპროტესტო აქციაში ჩაერთვებიან, პირდაპირ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ სიცრუეზე აგებულ პროპაგანდას არ დაემორჩილებიან.
ახალი სახალხო მოძრაობის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია. დრესვე დაგეგმილია გაფართოებული შეხვედრები, რომელსად არასამთავრობო სექტორიც დაესწრება.
ეს არის არაძალადობრივი წინააღმდეგობის მეთოდები, რომელიც მოიცავს როგორც დაუმორჩილებლობას, ისე ბოიკოტირებას, ისე აქციებს, კრიზისი შექმნას, მოდის ასე ვთქვათ, პოლიტიკური კრიზისის შექმნას. თუკი როგორც გუშინ ვთქვი, არ აკეთებ ყველაფერს,რომელიც 78 მუხლში წერია ჩვენი კონსტიტუციის, ე.ი. არღვევ კონსტიტუციას, ესე იგი, შენი ძალაუფლება არის არალეგიტიმური, როცა ხელისუფლების ძალაუფლება არალეგიტიმურია, სამოქალაქო საზოგადოებას სრული უფლება აქვს, რომ ეს არალეგიტიმური ძალაუფლება გამოართას და თვითონ აიღოს ხელში, - ამბობს „სირცხვილიას“ წევრი, შოთა დიღმელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ივნისს ქვეყნის მთავარ გამზირზე ევროინტეგრაციის მხარდამწერი აქცია გაიმართა. ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში 160 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. შეკრებას პოლიტიკოსების და სამოქალაქო აქტივისტების გარდა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.