„შინ ევროპისკენ“ - თბილისში გამართულ ფართომასშტაბიან აქციას საერთაშორისო მედია ეხმიანება
თბილისში საქართველოს ევროპული კურსის მხადასაჭერად გამოსული მომიტინგეების შესახებ საერთაშორისო მედია წერს. ვრცელ სტატიას "ფრანს 24"-ი აქვეყნებს.
"ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეეჯახა მზარდ დასავლურ კრიტიკას დემოკრატიიდან გადახვევის გამო" - აღნიშნავს გამოცემა და სტატიის ერთ თავს დეოლიგარქიზაციას უძღვნის.
სტატიაში პირდაპირ წერია, რომ "ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად სრულად აკონტროლებს, არადა, დეოლიგარქიზაცია ევროკავშირში სტასუსის მიღების ერთ-ერთი წინაპირობაა.
დეოლიგარქიზაციის გარდა გამოცემა ევრკომისიის სხვა მოთხოვნებზეც წერს. საუბარია ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებაზე, მედიის თავისუფლების პროგრესზე, სასამართლო და საარჩევნოს სისტემების რეფორმებზე.
„შინ ევროპისკენ“ - ამ სათაურით სტატიას ყველაზე გავლენიანი გამოცემა BBC აქვეყნებს. სტატიაში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს და ევროკავშირის დროშებით დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტის წინ ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ ხელში ბანერები წარწერით „ჩვენ ვართ ევროპა“ ეწერა.
ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქცია ყურადღების მიღმა არც პოლონურ მედიას დარჩა. გავლენიანი „ვია დომოსწი“ წერს, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ათი ათასობით მოქალაქემ ევროკომისიას მიმართა და მას კანდიდატის სტატუსის მიღება სთხოვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ივნისს ქვეყნის მთავარ გამზირზე ევროინტეგრაციის მხარდამწერი აქცია გაიმართა. ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში 160 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. შეკრებას პოლიტიკოსების და სამოქალაქო აქტივისტების გარდა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.