"დეოლიგარქიზაცია არის აუცილებელი" - ელისაშვილი კობახიძეს ეთანხმება

21.06.22 15:21
"დეოლიგარქიზაცია არის აუცილებელი" - ელისაშვილი კობახიძეს ეთანხმება

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც ქვეყანაში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას ეხება, პარტია "მოქალაქეების" ლიდერიც იზიარებს. ამის მიუხედავად ალეკო ელისაშვილი არ ასახელებს, ივანიშვილის გარდა ვის გულისხმობს ოლიგარქებში. 

დეოლიგარქიზაცია არის აუცილებელი. ქვეყანა არ უნდა იმართებოდეს ასე გაუკუღმართებულად როგორც ახლა იმართება, რომ პრემიერ-მინისტრი კი გვყავს, მაგრამ პრემიერ-მინისტრის პრემიერ-მინისტრი კიდევ სადღაც გვყავს, თან რომ არ ჩანს, ისე. სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა მართავდეს ამ ქვეყანას და არა ვიღაც კაცი და იმ კაცი ნება-სურვილზე არ უნდა იყოს ქვეყანა აწყობილი. ოლიგარქებს უნდა შეეხოს ეს დეოლიგარქიზაცია, აქ მარტო ერთ კაცზეც არ არის საუბარი, ერთი ან ერთი-ორი მდიდარი კაცის საპამპულაო არ უნდა იყოს არასდროს ეს სახელმწიფო და ეს არის კეთილგანწყობილი რჩევა და არა თითის დაქნევა ევროპისგან. ამიტომ, ახლა გავქვს ამოცანა და დღის წესრიგი ოპოზიციასაც, რომ რაღაცა ღობე-ყორეს კი არ მივედოთ, ძალიან კონკრეტული რაღაცეების შესრულება მოვთხოვოთ „ქართულ ოცნებას“, - თქვა ელისაშილმა. 

მსგავსი სიახლეები