616 შემთხვევა და ერთი გარდაცვლილი - Covid-19-ის სტატისტიკა ბოლო 1 კვირაში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. 13-19 ივნისის პერიოდში ქვეყანაში ჩატარდა 78 650 ტესტი და დადასტურდა 616 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 514 ადამიანი.
NCDC-ის ცნობით, 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.78%. ქვეყანაში სულ 676 აქტიური შემთხვევაა.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 659 371 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 641 830 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 839.