ჩინჩალაძის ძალაუფლება სცილდება სააპელაციო სასამართლოს - მესამე სექტორის მიმართვა

21.06.22 17:41
ჩინჩალაძის ძალაუფლება სცილდება სააპელაციო სასამართლოს - მესამე სექტორის მიმართვა

„ჩინჩალაძის დანიშვნა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს გავლენიანი კლანი კიდევ უფრო გაძლიერდება და ისინი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს გაატარებენ სასამართლო სისტემაში“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მისულმა არასამთავრობობემა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადეს.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ჩინჩალაძეს ეს თანამდებობა არაფერში სჭირდება, მაგრამ პრივილეგიები უნდა და სწორედ ამაში დაეხმარება მას აღნიშნული თანამდებობა.

ჩინჩალაძის ძალაუფლება სცილდება სააპელაციო სასამართლოს და ის ვრცელდება აბსოლუტურად ყველა ინსტანციაზე, სასამართლო სისტემის ყველა რგოლზე. რეალურად მას ეს თანამდებობა არაფერში სჭირდება, მაგრამ ის პრივილეგიები რომ გაამართლოს, მაგალითად საქმეთა განაწილების დროს რომ ჰქონდეს უფრო დაბალი რაოდენობა და ა.შ. ამისთვის სჭირდება მას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა“. - ამბობს ჯანეზაშვილი.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლო მეორე ვადით მიხეილ ჩინჩალაძის გამწესებას გეგმავს. მოსამართლეთა კონფერენცია დღეს იყო დაგეგმილი, თუმცა ჩაიშალა.
 

მსგავსი სიახლეები