დაჭრა არჩევნების ღამეს და სავარაუდო კორუფციული სკანდალი - გაუხმაურებელი დეტალები სამგორის გამგებლის შესახებ
სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე, რომელმაც 20 ივნისის აქციაზე მისულებს "სი*ები" უწოდა, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გარემოცვის უახლოესი წევრია.
ცნობილია, რომ ის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული და სამგორის საარჩევნო შტაბი ებარა. "პირველების" წყაროს ცნობით, სამხარაძე ამ პერიოდში ფინანსურ სკანდალში გაეხვა, რაც საბოლოოდ, მისი დაჭრით დასრულდა. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მერის არჩევნების მეორე ტურის ღამეს, სამხარაძე მისმა მეგობარმა, ლევან ჯებაშვილმა დაჭრა.
წყაროს ცნობით, მეგობრებმა საარჩევნოდ გამოყოფილი თანხა ვერ გაიყვეს.
"პირველებმა" სავარაუდო კორუფციული სკანდალის შესახებ კითხვა პირადად გამგებელს დაუსვა, თუმცა კახა სამხარაძემ ჟურნალისტის ინფორმაცია არ დაადასტურა და მას პროვოკაცია უწოდა. სამხარაძემ ლევან ჯებაშვილთან ნაცნობობა ვერ უარყო:
არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ, რასაც საუბრობთ ეს არის პროვოკაცია. არასდროს გვქონია თანხასთან დაკავშირებით გარჩევა"- განაცხადა საჯარო პირმა.