,,ტვ პირველის" ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
ბათუმში ,,ტვ პირველის" ოპერატორზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ, გაასაჯაროვა.
კოკა კაციტაძის ინფორმაციით, მოწმეთა ჩვენებებისა და ამოღებული ვიდეომტკიცებულებების გაშიფვრის საფუძველზე დაკავებულია 20 წლის საქართველოს 2 მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედებათ სისხლის სამართლის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული დანაშაული-პროფესიული ნიშნით ადამიანის დევნა.
,,ტვ პირველის" ოპერატორს ბათუმში, ევროპის მოედანზე, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს 18 ივნისს დაესხნენ.
18 ივნისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ტვ პირველის ოპერატორს დაესხნენ თავს მოვალეობის შესრულების დროს.