დიდი რაოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელების შენახვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

22.06.22 10:31
დიდი რაოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელების შენახვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

დიდი რაოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვის ფაქტზე სამართალდამცავებმა 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უქყების ცნობით, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში შემდგომი რეალიზაციის მიზნით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების, უცხოური წარმოების უაქციზო ალკოჰოლურ სასმელს ინახავდა. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მის საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების, უცხოური წარმოების უაქციზო ალკოჰოლურ სასმელს. 
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 7 869 ლარის ღირებულების უაქციზო სასმელი, 

 - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 
 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება , რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები