მესამე დღეა კასპში დაკარგულ 14 წლის გოგოს ეძებენ

22.06.22 11:57
მესამე დღეა კასპში დაკარგულ 14 წლის გოგოს ეძებენ

უკვე მესამე დღეა პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 14 წლის გოგოს ეძებს. სოფელ სასირეთში  სტუმრად ჩასული არასრულწლოვნის კვალი სამარშუტო ტაქსში იკარგება.

ბოლოს ადგილობრივებმა გოგონა სწორედ იმ დროს დაინახეს, როცა ის ტრანსოპორტში ადიოდა, თუმცა საით წავიდა, ამის შესახებ არავინ არაფერს ამბობს.

უკვე გამოკითხულია სამარშუტო ტაქსის მძღოლი. 

მომხდარზე საუბარი უჭირთ გოგონას ოჯახის წევრებს. მათი თქმით, კასპში ნათესავები არ ჰყავთ.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამოღებულ კამერებში ჩანს, რომ გოგონა დედაქალაქშია. თუმცა ამის შესახებ ჯერ ოფიციალური უქწყებები არაფერს ამბობენ. 
 

მსგავსი სიახლეები