გომელაურის უწყება ახალ სკანდალში ეხვევა - ბათუმის სტადიონზე პოლიციელებმა მოქალაქეზე იძალადეს

22.06.22 13:56
გომელაურის უწყება ახალ სკანდალში ეხვევა - ბათუმის სტადიონზე პოლიციელებმა მოქალაქეზე იძალადეს

ბათუმის სტადიონზე პოლიციელებმა მოქალაქეზე (სავარაუდოდ არასრულწლოვანზე) იძალადეს - ფაქტის ამსახველი ვიდეო, მედიაპლატფორმა „მაუწყებელმა " გაავრცელა. 

კადრების თანახმად, პირი გომელაურის უწყების თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს ადგილიდან. ახალგაზრდა სამართალდამცავებს წინააღმდეგობას არ უწევს. კადრების თანახმად, პოლიციელი თმაში ქაჩავს მოქალაქეს. 

შემთხვევა 21 ივნისს მოხდა, როცა ბათუმის "დინამო" ქუთაისის "ტორპედოს" ხვდებოდა.  "ტვ პირველი" დეტალებს არკვევს.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები