იდენტიფიცირებულია პოლიციელი, რომელმაც ბათუმში არასრულწლოვანზე იძალადა
"ტვ პირველის" ინფორმაციით, ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც ბათუმში არასრულწლოვანზე იძალადა, რეზო ხარაზია.
გომელაურის უწყების თანამშრომელი, რომელიც მოზარდს ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და შემდეგ ფიზიკურად ძალადობს, დღეს "ტვ პირველს" დაემალა.
მისი სახელი არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ სხვადასხვა დროს ხარაზი აქციის მონაწილეებს ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ სტადიონზე გადაღებულ ვიდეოკადრებში, დანაშაულის ნიშნები ჩანს, შესაბამის უწყებებს გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყიათ.
შემთხვევა 21 ივნისს მოხდა, როცა ბათუმის "დინამო" ქუთაისის "ტორპედოს" ხვდებოდა.