"რელსებიდან გადასული პრემიერი" - კარლ ბილდტი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს
"რელსებიდან გადასული პრემიერი" - შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა.
ეს ტიპი, საქართველოს პრემიერ-მინისტრზე ვამბობ, შეკეთებას აღარ ექვემდებარება. პარლამენტში გამოსვლისას ჩემი ცოლის დადანაშაულება მილიონების მოპარვაში აჩვენებს, რომ ის რელსებიდან გადავიდა. ის ტრაგედიაა ამ მშვენიერი ქვეყნისთვის”,- წერს ბილდტი.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კარლ ბილდტს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბიუჯეტიდან მილიონები აქვს წაღებული.
ბიუჯეტიდან მოსყიდული ლობისტების სახელები და გვარები მაქვს. ბიუჯეტიდან თქვენ მილიონებს უხდიდით კარლ ბილდტს მაგალითად. კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას აქვს მილიონები წაღებული თქვენი მმართველობის დროს, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს, - განაცხადა ღარიბაშვილმა.