გუშინ ბავშვი შეეძინათ, საცხოვრებელი კი წყალმა წაიღო - სტიქია სამეგრელოში
დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვივნარებს. სამეგრელო წყალმა წალეკა. კატასროფული მდგომარეობაა რეგიონის სოფლებში. განადგურებულია ნათესები, დატბორილია გზები და სახლები.
უმძიმესი ვითარებაა ზუგდიდისა და ხობის რაიონშიც.
სახლები დაიტბორა სენაკშიც.
გაუმართავმა სანიაღვრე სისტემამ წყლის დიდი ნაკადი ვერ გაატარა, რის გამოც წყალი სახლების პირველ სართულებსა და სარდაფებში შევარდა.
მათ არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია.
სტიაქასთან მარტოდ დარჩენილი მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს შექმნილი პრობლემების მოგვარებას, ზარალი კი დიდია.
ბოსტანი არის თუ ყანა არის, ყველაფერი აქვს წყალს წაღებული. პირველ სართულზე ყველაფერი არის გაფუჭებული. გუშინ შეეძინათ მეორე ბავშვი, საერთოდ როგორ უნდა იცხოვრონ არ ვიცი.პირუტყვიც კი დახოცილია, ქათმებიც. წყლები დგას ყველგან, არხებია არის ამოსაწმენდი. შარშან დაგვპირდნენ, მაგრამ ამ დრომდე არაფერი გაუკეთებიათ. მთელი ღამე აქ ვიდეგით. წყალმა წაიღო მთელი ჩვენი ნაშრომი“. - ამბობს დაზარალებული მოსახლეობა.
ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. არ არის დათვლილი ზარალი. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.