საქართველოში საწვავის ფასი გაძვირდა

23.06.22 12:27
საქართველოში საწვავის ფასი გაძვირდა

საქართველოში დიზელის დეფიციტია. ბოლო ერთი კვირაა, ფასი ყოვედღიურად იზრდება. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ერთი ლიტრი დიზელის ფასი 4 ლარი და 50 თეთრია, თუმცა ღირებულება შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. 

ნავთობპროდუქტების გაძვირება პირდაპირ ურტყამს სხვა პროდუქტებს და ყველაფერზე უარყოფითად აისახება. 

გლეხები მოსავლის ასაღებად ემზადებიან და მძიმე ტექნიკა, რომელიც ამისთვის სჭირდებათ, სწორედ დიზელის საწვავს მოიხმარს. შესაბამისად, მათ ხარჯები  ეზრდებათ. ანალოგიურად, გაიზრდება იმ პროდუქტის ფასი, რომელიც მათ უნდა გაყიდონ.

მსგავსი სიახლეები