წელს საერთოდ არ მიბანავია - გაუსაძლისი რეალობა წნორის მოხუცებულთა თავშესაფარში

23.06.22 14:14
წელს საერთოდ არ მიბანავია -  გაუსაძლისი რეალობა წნორის მოხუცებულთა თავშესაფარში

20 ბენეფიციარის მძიმე ყოფა წნორის მოხუცებულთა თავშესაფარში - სიბინძურე, გაუსაძლისი სუნი და შოკისმომგვრელი რეალობა, რომელსაც მოხუცებულები უძლებენ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშში მოხვდა.

დაწესებულებაში მოხუცები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან. თუმცა ხელმძღავნელობის შიშით დუმილს არჩევენ. 

ბენეფიციარები „პირველების“ გადამღებ ჯგუფთან ბანაობის შეუძლებლობას ჩივიან და ამბობენ, რომ წელს საერთოდ არ უბანავიათ. 

წელს საერთოდ არ მიბანავია. მეჩხუბებიან რომ ვითხოვ. კაცი მოლვლელი აქ არ გვყავს, წამიყვანეთ მე ვიბანავებ-თქო ვითხოვ, მაგრამ არა“ - ამბობს კაცი ბენეფიციარი. 

მომვლელის თქმით, კაცი იტყუება და ამბობს, რომ დაბანა არ უყვარს. „პირველებთან“ საუბარში იმას კი ადასტურებს, რომ კაცი მომვლელი ნამდვილად არ ჰყავთ.

ერთი წელი არ არის დაუბანელი. არ უყვარს დაბანა, კვებითაც აქ ჭამს, არ უყვარს გამოსვლა. კაცი მომვლელი კი ნამდვილად არ გვყავს“- ამბობს მომვლელი.

თავშესაფარს, სადაც 20 ბენეფიციარია, მხოლოდ ერთი აბაზანა და ერთი საპირფარეშო აქვს. სააბაზანო ფაქტობრივად არც ფუნქციონირებს.

ზამთრის მერე არ მიბანავია, ციოდა და მაგიტო“ - ამბობს ქალი ბენეფიციარი.

წნორის თავშესაფარზე მძიმე დასკვნა სახალხო დამცველმა ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა. ერთ კვირაში ადგილზე ელემენტარული პირობებიც კი არ გამოსწორებულა. თავშესაფარში, ამ დრომდე არ ჩასულან ჯანდაცვის სამინისტროდანაც.

ნახეთ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის მიერ გამოვლენილი დარღვევები

 

 

მსგავსი სიახლეები