ვითარება გუმათში - რკინის კედლის ნაწილი აიღეს

17.04.21 10:17
ვითარება გუმათში - რკინის კედლის ნაწილი აიღეს

სოფელ გუმათში აღმართული რკინის კედელი აიღეს. თუმცა ჯებირის ნაწილი ადგილზეა და გადაადგილება ისევ შეზღუდულია.კედლის აღება დღეს, გამთენიისას სამართალდამცავების მიერ მოხდა. 

რკინის კედელი გუმათში, 14 აპრილს პოლიციამ აღმართა. მიზეზი, "ენკას" ოფისთან აქტივისტების მობილიზება იყო.

რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი 170 დღეზე მეტია გრძელდება. აქტივისტები ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყების მოლოდინში არიან.