გაუსაძლისი მდგომარეობა წნორის მოხუცთა თავშესაფარში - დირექტორი თავის მართლების რეჟიმშია

23.06.22 15:47
გაუსაძლისი მდგომარეობა წნორის მოხუცთა თავშესაფარში - დირექტორი თავის მართლების რეჟიმშია

მას შემდეგ რაც სახალხო დამცველის აპარატი და მედია, წნორის ბენეფიციართა სახლის უმძიმესი ვითარებით დაინტერესდა, სულ ცოტა ხნის წინ ადგილზე სახელმწიფო ზრუნვის სააგანეტო მივიდა.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს რომ ბენეფიციართა სახლი ბოლოს 2 წლის წინ შეამოწმეს და სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ იძულებული გახდნენ ადგილზე მისულიყვნენ. 

სახელმწიფო ზრუნვის სააგანეტოს წარმომადგენელი ნანახით თვადაც შოკირებულია.

ნამდვილად არის თავშესაფარში გაუსაძლისი ანტისანიტარია. ადგილზე კიდევ მოვალთ და უფრო ვრცელ კომენტარს შემდეგ გავაკეთებთ“, - თქვა სახელმწიფო ზრუნვის სააგანეტოს წარმოამადგენელმა.

წნორის ბენეფიციართა სახლის დირექტორი კი თავის მართლების რეჟიმშია, ამბობს, რომ პერსონალი თავშესაფარში მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობს და მომსახურებაც შესაბამისია. 

თავშესაფრის დირექტორი სახელმწიფოს სთხოვს საშემოსავლო გადასახადიდან გაათავისუფლოს, რათა ბენეფიციარებს უეკთესი პირობები ჰქონდეთ.

„ისეთ დროს მოვიდნენ, როცა არც შუქი იყო და ხელოსანი მყავდა. ისეთი სპეციფიკაა, სულ რეცხვა და წმენდა უნდა აქ. თქვენ ყოველ დღე სახლში ხომ არ ცვლით ლეიბებს. ხან ჩაიფსამს, ხან ჩაისვრის და სულ უნდა მოვლა. 
გამოსასწორებელი რაღაცები კი არის, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობა არ არის ნამდვილად. ნახეთ თქვენ ანტისანიტარია? 25 ლარი გადასახადი მარტო კვებაზე. 400 ლარი აქვთ გამოწერილი და ნუ დაბეგრავს სახელმწიფო და იქნება უკეთესი პირობები. ჩენ პერსონალს დაბალი ხელფასი აქვს ძალიან“. - ამბობს დირექტორი.


 

მსგავსი სიახლეები