,,ომიკრონის" ახალი შტამი შესაძლოა, საქართველოს თავს დაატყდეს
კოვიდი არსად წასულა - მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშეა. BI 4; BI 5 - ეს ,,ომიკრონის" ახალი ქვევარიანტია, რომელმაც აფრიკიდან ევროპაში შეაღწია. პორტუგალიაში ახალი შტამით საშუალოდ დღეში 1000-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდება. რთული ვითარებაა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.
CNN-ის ინფორმაციით, აქამდე არსებული ვაქცინები ახალ შტამზე წარმატებით ვერ ებრძვის, ამიტომაც Pfaizer-ი ახალ მედიკამენტზე მუშაობს.
გარდა ამისა, ომიკრონგადატანილი ადამიანების იმუნიტეტი უძლურია ახალი შტამის წინაშე. თუმცა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კორონას ახალი სახეობა იმდენად ძლიერი არ იქნება, როგორიც დელტა ვირუსი იყო.
საქართველოს დღეს ყველა კოვიდრეგულაცია გაუქმებებულია, ექიმები კი ამბობენ, რომ ტურისტული სეზონის გამო ახალი შტამი შესაძლოა, თავს ჩვენც დაგვატყდეს. ამიტომაც ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, რეგულაციები კვლავ შემოიღოს.