"გაწიე შენი აყროლებული მიკროფონი" - სამხარაძის ლექსიკა
დგას თუ არა "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანიის უკან და გაიცა თუ არა წყევლის დავალება რეგიონალური კოორდინატორის მხრიდან? - "ტვ პირველის" კითხვა დიმიტრი სამხარაძემ უპასუხოდ დატოვა.
დეპუტატი ჩვეული რიტორიკით გამოირჩეოდა. სამხარაძემ ,,ტვ პირველს" უთხრა, რომ "ლაპარაკი ეზარება".
მეზარება, რატომ უნდა ვხარჯო შენთან საუბარში დრო? რატომ მაკარგინებ დროს, გაწიე შენი აყროლებული მიკროფონი"- მიმართა დეპუტატმა ჟურნალისტს.
"ქართული ოცნების" პარტაქტივმა პრეზიდენტი დაწყევლა. ''შხამად გექცეს, რაც შენთვის ვიწვალეთ'' - ასე მიმართავენ სალომე ზურაბიშვილს მმართველი პარტიის კორდინატორები და აგიტატორები.