პრეზიდენტმა ბევრ საკითხში იმედი გამიცრუა - ზარქუა

23.06.22 17:32
პრეზიდენტმა ბევრ საკითხში იმედი გამიცრუა - ზარქუა

"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ირაკლი ზარქუა, ამბობს, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა "ბევრ საკითხში იმედი გაუცრუა". 

 ზარქუამ მაგალითად პრეზიდენტის მიერ მოსმენების კანონზე დადებული ვეტო დაასახელა. 

გგონიათ, რომ ვეტოს საფუძველი არის? არგუმენტი არსებობს? ორი თვე იხილებოდა ეს კანონპროექტი, ყველა ეტაპი გაიარა, ერთი შენიშვნა არ აქვს ოპოზიციას და დაადო ვეტო პრეზიდენტმა. თან თქვა, პოლიტიკური საფუძველიაო"- თქვა ზარუამ. 

"ქართული ოცნების" პარტაქტივმა პრეზიდენტი დაწყევლა. ''შხამად გექცეს, რაც შენთვის ვიწვალეთ'' - ასე მიმართავენ სალომე ზურაბიშვილს მმართველი პარტიის კორდინატორები და აგიტარორები. 

მსგავსი სიახლეები