ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის - ქვეყანაში დიდი სახალხო პროტესტი იწყება

24.06.22 10:24
ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის - ქვეყანაში დიდი სახალხო პროტესტი იწყება

ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის - ქვეყანაში დიდი სახალხო პროტესტი იწყება. მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" მმართველობის გამო ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო და ბორტს მიღმა დარჩა, გაბრაზბული ხალხი ქუჩაში გამოდის.  სხვადასხვა პროფესიის თუ პოლტიკური გემოვნების ადამიანი დღეს  ქვეყნის ცენტრალურ გამიზირზე ისევ შეიკრიბება და კონრკეტულ მოთხოვნებს გააჟღერებს. გამორიცხული არ არის, ხალხის მოთხოვნა მთავრობის  გადადგომაც იყოს. 

სახალხო მოძრაობის წევრების თქმით, იმედგაცრუების დრო არ არის და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ, რათა ისტორიული შანსი, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, საბოლოოდ არ დავკარგოთ.

პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება საქართველოს მთავრობას, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისინი არაფერზე პასუხისმგებლობის ამღები არ არიან და ზუსტად ამიტომ მთელი ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქართველმა ხალხმა და უნდა გადაწყვიტოს, აპირებს თუ არა პირებს კიდევ დააშვებინოს შეცდომები, კიდევ დახიოს ქვეყანა უკან იმიტომ, რომ უპასუხსიმგებლო მთავრობა ჰყავს. ამიტომ, დღეს, ისე როგორც არასდროს, უნდა შევხვდეთ ერთად, უნდა ვილაპარაკოთ, უნდა გადავწყვიტოთ, საით მივდივართ. ზუსტად ისე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, როგორც ქართელი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს. ეს მოსახლეობა თუ იტყვის, რომ უნდა დარჩეს ეს მთავრობა - უნდა დარჩეს, თუ ეს მოსახლება იტყვის, რომ ეს მთავორბა უნდა წავიდეს, ეს მტავრობა წავა აუცილებლად,  - ამბობს "სირცხვილიას" წევრი გიგა მაქარაშვილი. 

რუსთაველის გამზირზე დიდი სახალხო პროტესტი 20:00 საათზეა დაანონსებული.

 

 

მსგავსი სიახლეები