სტუდენტების ხმა ევროკავშირს - ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართეს

24.06.22 13:43
სტუდენტების ხმა ევროკავშირს - ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართეს

სტუდენტების ხმა ევროკავშირს - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა აქცია გამართეს.

მანიფესტს პროფესორ მასწავლებლებიც შეუერთდნენ, შემდეგ ბათუმის ქუჩებში მსვლელობა გამართეს და ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს.

სტუდენტების თქმით, ისინი უნდა იყვნენ თაობა, რომელიც ქვეყანას განავითარებენ და ევროპულ მომავალს მისცემენ.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ მკაფიოდ და ნათლად გამოვხატოთ სტუდენტების პოზიცია, რომ ჩვენ გვსურს ევროპული მომავალი. მნიშვნელოვანია, შევახსენოთ ყველა ის პუნქტი, რომელიც ევროკავშირმა წარგვიდგინა. ამას დასჭირდება ცალსახად დრო, მაგრამ ყველაფერი ჩვენზეა. ჩვენ უნდა ვიყოთ ის თაობა, რომელიც ამ ქვეყანას კიდევ უფრო განავითარებს და მისცემს შესაძლებლობას რომ გახდეს წარმატებული და გამთლიანებული“. - ამბობს სტუდენტი.
 

მსგავსი სიახლეები