თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე - საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

24.06.22 14:54
თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე - საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „TV პირველი”-ს  თანამშრომლებისთვის - ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და მისი ოპერატორისთვის  ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას   ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს.

ტვ პირველის ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს პაპუნა ხაჩიძეს თავს უცნობი პირები დაესხნენ, აგინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ დოლიძის ქუჩაზე მოხდა.

მსგავსი სიახლეები