მოძალადე, რომელიც ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა (ფოტო)
იძებნება ,,ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი. ჯერ-ჯერობით უცნობია თავდამსხმელების სახელები და გვარები. ისინი გამოძიებას იდენტიფიცირებული არ ჰყავს.
,,ტვ პირველის" ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს, თავს უცნობი პირები დაესხნენ, აგინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ დოლიძის ქუჩაზე მოხდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „TV პირველი”-ს თანამშრომლებისთვის - ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და მისი ოპერატორისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.
მსგავსი სიახლეები
23.06.26 11:29
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან