გვაგინეს, მიკროფონი წამართვეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს - ნანუკა ქაჯაია თავდასხმის დეტალებზე

24.06.22 15:28
გვაგინეს, მიკროფონი წამართვეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს - ნანუკა ქაჯაია თავდასხმის დეტალებზე

ნანუკა ქაჯაია ,,პირველებთან" თავდასხმის დეტალებს ყვება. 

ჟურნალისტი დეტალურად იხსენებს თავდასხმის დაწყების მომენტს, თუ როგორ დაესხა თავს მას და ოპერატორს ორი მამაკაცი.

რესპოდენტის ჩასაწერად ვიყავი მისული ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრთან. ველოდებოდით რესპოდენტს მე და ჩემი ოპერატორი, პაპუნა ხაჩიძე. ხელში მეჭირა მიკროფონი. ამ დროს თავს ორი მამაკაცი დაგვესხა. თავდაპირველად სცადეს, რომ მიკროფონი წაერთმიათ ჩემთვის და უნდოდათ კამერის დაზიანებაც. შემდეგ უკვე გადავიდნენ სიტყვიერ  შეურაცხყოფაზე. გვაგინეს. ამ ინციდენტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. მიმდებარე ტერიტორიაზე არის არაერთი სათვალთავლო კამერა, შესაბამისად, ძალიან მარტივია იმ ორი მამაკაცის ამოცნობა, რომლებიც თავს დაგვესხნენ. ერთ-ერთი მამაკაცი ჩვენს კადრებშიც კარგად ჩანს. ისინი ცდილობდნენ, ჩვენ ჩვენი პროფესიული მოვალეობა არ შეგვესრულებინა და იყვნენ ძალიან აგრესიულებ ჩვენს მიმართ“. - ამბობს ნანუკა ქაჯაია.

,,ტვ პირველის" ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს, თავს უცნობი პირები ცოტა ხნის დაესხნენ. შემთხვევა დოლიძის ქუჩაზე მოხდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.
 

მსგავსი სიახლეები